
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში. სააგენტო “ინფო რუსთავის” ცნობით, ჭავჭავაძის ქუჩაზე, “ნისანის” მარკის ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, ბორდიურზე ავარდა და ხეს დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომელმაც სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. პაციენტის გადაყვანა ცენტრალურ საავადმყოფოში მოხერხდა.
“ინფო რუსთავს” სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს რომ – “პაციენტს აღენიშნებოდა სხეულის მრავლობითი ზედაპირული ტრამვები, გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში ჩაუტარდა ყველა საჭირო კლინიკო-ლაბორატოლიური კვლევა და სტაბილურ მდგომარეობაში გაეწერა ბინაზე. დაზიანება ითვლება მსუბუქად, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”.
ინფო რუსთავი