
ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულის ვინაობა ხდება ცნობილი. გარდაცვლილი 19 წლის შაკო ზურაბიშვილია.
ცნობილია, რომ შემთხვევა სოფელ ლელიანის ცენტრში გვიან ღამით მოხდა.
ახალგაზრდა მოტოციკლით გადაადგილდებოდა რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და ელექტროენერგიის ბოძს შეეჯახა.