დაღუპულია არა 3, არამედ 5 ადამიანი, ყველა ახალგაზრდა, მათგან ორნი ძმები არიან, გადარჩა ერთადერთი მგზავრი – საზარელი ავარიის დეტალები – geonewest.com
ახალი ამბები

დაღუპულია არა 3, არამედ 5 ადამიანი, ყველა ახალგაზრდა, მათგან ორნი ძმები არიან, გადარჩა ერთადერთი მგზავრი – საზარელი ავარიის დეტალები

უმ­ძი­მე­სი ავა­რია მოხ­და გარ­და­ბან­ში, კერ­ძოდ სო­ფელ ბირ­ლიკ­ში, დღეს დი­ლით BMW – ს მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მე­ლიც დიდი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და, ხეს შე­ას­კდა, რის შე­დე­გად ხუთი ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი, ერთი კი კლი­ნი­კა­ში მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბით გა­და­იყ­ვა­ნეს.

გლო­ვაა სო­ფელ­ში, სა­დაც ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. სამი გარ­დაც­ვლი­ლი ად­გი­ლობ­რი­ვია.

“ხუთი ახალ­გაზ­რდაა გარ­დაც­ვლი­ლი, სამი ჩვე­ნი სოფ­ლის ბირ­ლი­კის მა­ცხოვ­რე­ბე­ლი, მათ შო­რის ორი ძმაა. და­ნარ­ჩე­ნი – კი­დევ ორი გარ­დაც­ვლი­ლი სა­გა­რე­ჯო­ე­ლე­ბი არი­ან. ის ბი­ჭე­ბიც ეროვ­ნე­ბით აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი არი­ან. დიდი ტრა­გე­დი­აა. რო­გორ მოხ­და, ზუს­ტად ვერ გე­ტყვით – ძა­ლი­ან მძი­მე ავა­რი­აა, BMW – ს მარ­კის მან­ქა­ნით სოფ­ლის ცენ­ტრში, მა­ღა­ზი­ას­თან ძა­ლი­ან დიდ ხეს შე­ას­კდნენ. სულ 6 ახალ­გაზ­რდა იჯდა მან­ქა­ნა­ში. 5 გარ­დაც­ვლი­ლია და ერთი სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვია, სამ­ძი­მა­რი ოჯა­ხებს”, – ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში მე­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კა­ლი­ნი­ნოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში ნუშ­რა­ვან მა­მე­დო­ვი.

ავა­რი­ის ფაქ­ტი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­შიც დაგ­ვი­დას­ტუ­რეს, თუმ­ცა “ამბებს” უთხრეს, რომ რად­გან ტრა­გე­დია ახა­ლი მომ­ხდა­რია, დე­ტა­ლებს არ­კვე­ვენ.

წყარო: ambebi.ge

Back to top button