
ქუთაისში, ავტოქარხნის ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაზიანებულია 5-მდე ავტომობილი, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.
“საშინელი ავარიაა ქუთაისში, ავტოქარხნის ხიდთან, პატრულს პერიმეტრი გადაკეტილი აქვს და სათადარიგო გზებით ატარებენ ავტომობილებს, რამდენიმე მანქანაა დამტვრეული”, – განუცხადა “ინფო იმერეთს” თვითმხილველმა.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით არის დაწყებული.
ინფო იმერეთი