5 ყველაზე მაღალანაზღაურებადი საქმიანობა საქართველოში – სად იხდიან ყველაზე მეტს და სად – ყველაზე ცოტას?
2023 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 19 პროცენტით გაიზარდა და 1 238 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
„საქსტატის“ ცნობითვე, 2023 წელს მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასზე 29.9 პროცენტით ნაკლებია. ცნობისთვის, 2023 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1 766.8 ლარი იყო.
სექტორების მიხედვით, 2023 წელს ყველაზე მაღალი მედიანური თვიური ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 960 ლარი;
სახელმწიფო მმართველობა – 1 878 ლარი;
მშენებლობა – 1 810 ლარი;
სამთომოპოვებითი მრეწველობა – 1 705 ლარი;
ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობა – 1 696 ლარი.