ახალი ამბები
ვინ არის ქართველი ქალი, რომელიც სიდნეის სავაჭრო ცენტრში თავდასხმისას დაიღუპა
სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას ქართველი ქალი ემსხვერპლა – 50 წლამდე ფიქრია დარჩია სიდნეის სავაჭრო ცენტრში იმ დროს იმყოფებოდა, როცა შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა.
შეგახსენებთ, რომ სიდნეის სავაჭრო ცენტრში 13 აპრილს დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი. სულ მცირე, 11 კი დაშავდა. მათ შორის, ბავშვიც. დაშავებულები კლინიკაში იმყოფებიან.
ავსტრალიის პოლიციის თქმით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა და მალევე გაანეიტრალეს. ის სავაჭრო ცენტრში მყოფმა პოლიციელმა მოკლა, რომელიც თავდასხმის ადგილას მარტო იმყოფებოდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები კვლავ გრძელდება.