
რამდენიმე დღეა, რაც UFC-ის ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას პირადი ცხოვრება მედიის ყურადღების ცენტრშია. ესპანური ტაბლოიდები ვარაუდობენ, რომ ილია ცოლს, ჯორჯინა უზკატეგუი ბადელს დაშორდა.
- ილიას და ჯორჯინას “ინსტაგრამზე” ერთმანეთის გამოწერილი ჰყავთ, თუმცა წაშლილი აქვთ ერთმანეთის ფოტოები. მედიაში კი წყვილის დაშორების შესახებ ეჭვი სწორედ ამ ფაქტმა გააჩინა.
არც ილიას და არც ჯორჯინას დაშორების შესახებ ოფიციალურად ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ, თუმცა ჯორჯინამ ცოტა ხნის წინ “ინსტაგრამის” სთორი გამოაქვეყნა, რამაც მედიის ყურადღება მიიქცია:
“თუ არჩევანის გაკეთება მომიწევდა, ათასჯერ ავირჩევდი, რომ ქრისტეს შვილი ვიყო, რადგან ის იცავს ყველაზე მეტად ჩემს გულს და თავისი უსაზღვრო წყალობით პატიებას მასწავლის.
ის მეხვევა, საშუალებას მაძლევს დავხუჭო თვალები და სული გავხსნა, რათა ყოველთვის, მუდამ ჩემში ცხოვრობდეს”, – წერს ჯორჯინა.