
სამგორის მეტროში ხალხს არ უშვებენ. მოქალაქეების ინფორმაციით, მატარებლის ვაგონში ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
როგორც მეტროში მყოფი ადამიანები ჰყვებიან, ადგილზე მისულია სასწრაფო დახმარების ჯგუფი და ელოდებიან პოლიციასაც.
„თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხებულია. შეფერხების მიზეზი მეტროსადგურ „სამგორში“ მგზავრის მოულოდნელი გარდაცვალება გახდა. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო პროცედურები, რის გამოც მეტროსადგურები „სამგორი“, „ისანი“ და „ავლაბარი“ დაიკეტა მგზავრთა მიღებაზე.
მატარებლები მგზავრებს ემსახურებიან მს „ახმეტელის თეატრიდან“ „300 არაგველამდე“ და პირიქით. პირველ ხაზზე მოძრაობა მას შემდეგ განახლდება, როდესაც შესაბამისი უწყება დაასრულებს საგამოძიებო პროცესს“, – ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო: resonancedaily. com