
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა გოგო ემსხვერპლა.
ავარია ჟიული შარტავას ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ მოხდა. როგორც “კურიერს” თვითმხილველი უყვება, გოგოს მსუბუქი ავტომობილი იმ დროს შეეჯახა, როდესაც ქუჩაში მოძრაობდა.
ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავი უწყება.
როგორც “რუსთავი 2-ს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
წყარო: resonancedaily. com



