მთელი სვანეთი ტირის გიორგის, რას ამბობენ თამაზ ნავერიანის 17 წლის შვილზე, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს. – geonewest.com
ახალი ამბები

მთელი სვანეთი ტირის გიორგის, რას ამბობენ თამაზ ნავერიანის 17 წლის შვილზე, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს.

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტის თა­მაზ ნა­ვე­რი­ა­ნის ოჯახ­ში. მისი ახალ­გაზ­რდა ვაჟი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. 17 წლის გი­ორ­გი ნა­ვე­რი­ა­ნი დამ­წყე­ბი მსა­ხი­ო­ბი იყო. რო­გორც ახ­ლობ­ლე­ბი გვიყ­ვე­ბი­ან, გი­ორ­გი ნა­ვე­რი­ა­ნი თა­მაზ ნა­ვე­რი­ა­ნის მე­ო­თხე ვაჟი იყო. გი­ორ­გი 21 იან­ვარს ხდე­ბო­და 18 წლის. აბი­ტუ­რი­ენ­ტი იყო. პა­რა­ლე­ლუ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და სპექ­ტაკ­ლებ­ში, მათ შო­რის სპექ­ტაკლ “ლუშ­ნუ­ში”, რო­მე­ლიც მეს­ტი­ა­ში და­იდ­გა.

სწო­რედ მეს­ტი­ის კულ­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ცენ­ტრი ავ­რცე­ლებს სამ­ძიმ­რის წე­რილს:

“მეს­ტი­ის კულ­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ცენ­ტრი ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს ჩვე­ნი სპექ­ტაკ­ლის “ლუშ­ნუს” მო­ნა­წი­ლეს გი­ორ­გი ნა­ვე­რი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო.გი­ორ­გი იყო სი­ცო­ცხლით, პო­ზი­ტი­ვი­თა და კე­თი­ლი ენერ­გი­ით აღ­სავ­სე ახალ­გაზ­რდა, რო­მე­ლიც თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბით მუ­დამ ახა­რებ­და მის გვერ­დით მყოფ ადა­მი­ა­ნებს… ვუ­სამ­ძიმ­რებთ, პირ­ველ რიგ­ში, ოჯახს, ნა­თე­სა­ვებს, ახ­ლობ­ლებს, მე­გობ­რებს და ყვე­ლას. ღმერ­თმა გა­გაძ­ლი­ე­როთ, სი­ტყვე­ბიც კი ზედ­მე­ტია მწუ­ხა­რე­ბის გად­მო­სა­ცე­მად.გი­ორ­გი, ყვე­ლას ძა­ლი­ან დაგ­ვაკ­ლდე­ბი” – წე­რია წე­რილ­ში.

მარ­ნე­უ­ლის ყო­ფი­ლი მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი თა­მაზ ნა­ვე­რი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მე-9 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის, წევ­რი იყო, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” კვო­ტით (2016-2020). მას გი­ორ­გის გარ­და სამი გო­გო­ნა ჰყავს. მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ ოჯა­ხის ახ­ლობ­ლებს ახალ­გაზ­რდა­ზე წარ­სულ­ში სა­უ­ბა­რი უჭირთ.

“მთე­ლი სვა­ნე­თი ტი­რის. გი­ორ­გი იყო ხა­ლი­სი­ა­ნი, პო­ზი­ტი­უ­რი, გუ­ლი­ა­ნი, ძა­ლი­ან კე­თი­ლი ახალ­გაზ­რდა, რა­ინ­დუ­ლი თვი­სე­ბე­ბის მქო­ნე. მე­გობ­რუ­ლი. კი­თხუ­ლობ­და მხატ­ვრულ ლი­ტე­რა­ტუ­რას, მე­სა­უბ­რე­ბო­და წიგ­ნებ­ზე. თა­მა­შობ­და სცე­ნა­ზე. ვარ­ჯი­შობ­და ყო­ველ­დღე. ამ­ბობ­და, მუ­ლახ­ში მა­მა­პა­პი­სე­ულ კოშკს აღ­ვად­გენ და სა­მუ­ზე­უ­მო სივ­რცედ ვაქ­ცე­ვო. რა უნდა ვთქვა, არც ვიცი. ვინ შეძ­ლებს მშობ­ლე­ბის ტკი­ვი­ლის გად­მო­ცე­მას, მხო­ლოდ ის შეგ­ვიძ­ლია, გვერ­დით ვი­ყოთ და ვუ­თხრათ: აქ ვართ.. გვერ­დით. თვი­თონ თა­მაზს ძა­ლი­ან კარ­გი ოჯა­ხი ჰყავს, ბრწყინ­ვა­ლე მე­უღ­ლე, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გო­გო­ნე­ბი. იტა­ლი­ა­ში და­ამ­თავ­რა ახლა მის­მა ერთ-ერ­თმა შვილ­მა მა­გის­ტრა­ტუ­რა, სა­დაც თა­ვად ჩა­ა­ბა­რა გრან­ტით. ყვე­ლას სი­კე­თის ხელს უწ­ვდი­ან, ქველ­მოქ­მე­დე­ბი არი­ან, მორ­წმუ­ნე ოჯა­ხი. რა თქმა უნდა, ყვე­ლა ვგლო­ვობთ” – გვიყ­ვე­ბა ნა­ვე­რი­ა­ნე­ბის ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი.

ემო­ცი­უ­რად ემ­შვი­დო­ბე­ბი­ან 17 წლის გი­ორ­გი ნა­ვე­რი­ანს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში:

ნა­ვე­რი­ა­ნე­ბის მთა ვაჟ­კაცს თა­მაზ ნა­ვე­რი­ანს კოშ­კი წა­ექ­ცა – გი­ორ­გი ნა­ვე­რი­ა­ნი! წა­ექ­ცა და მერე რო­გორ! მი­წის საყ­რდე­ნი გა­მო­ა­ცა­ლა ფეხ­ქვეშ უტორ­ტმა­ნო -კა­ცურ კაცს!!! იქ გიოს შო­რი­ახ­ლოს ვაჟ­კა­ცი მა­მის მგლი­სებრ ყმუ­ილ­თან ყვე­ლა ძალა გეც­ლე­ბა ადა­მი­ანს, იქ ორ მეტ­რი­ა­ნი სა­ჯი­შე ვაჟ­კა­ცი რომ გატ­რუ­ნუ­ლი უწევს!!!! აი იქ ფიქ­რობ სა­ერ­თოდ ღირს რამე ამ­ქვეყ­ნი­უ­რი, სა­ერ­თოდ მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს რამე სი­კე­თეს რა­საც თეს­და ეს ადა­მი­ა­ნი – უან­გა­როდ- კა­ცუ­რად- ერ­თგუ­ლე­ბით.

დედა- შვილმკვდა­რი დედა სხვა ფე­ნო­მე­ნია ამ სამ­ყა­რო­ში. დედა იქ უიღ­ბლოა – ჯვარ­ცმუ­ლი- უკვე სი­ცო­ცხლე­ში-მის­ჯი­ლი რად­გან. თუნ­დაც ათი შვი­ლი ჰყავ­დეს იმ ერ­თის ად­გი­ლას ვე­რას­დროს მოვა სხვა და­ნარ­ჩე­ნი… ნანა-ჩემი კე­თილ­შო­ბი­ლი! ნანა ამა­ოდ გას­ძა­ხის ნა­ნატრ გიოს.. რა გინ­და ქნა, სად გინ­და გა­ექ­ცე დე­დის უი­მე­დო ხმას, მო­ნატ­რე­ბას, სი­ცა­რი­ე­ლეს…

მი­ე­ცი ძალა-ღვთის­ნი­ერ დე­დას – სული შე­უ­ბე­როს მის ლა­მაზ ოჯახს და ასუნ­თქოს მის ულა­მა­ზეს და­ი­კო­ებს – თა­კოს, მა­რი­ამს, გვან­ცას. ვე­რა­ფერს ვამ­ბობ ჩემო ღი­მი­ლის ბიჭო, გუ­ლი­ა­ნო, კე­თი­ლო, თბი­ლო, შენ შენი გყოფ­ნის….17 წლი­სამ ნა­მე­ტა­ნი თბი­ლად ხომ არ იცხოვ­რე ბიჭო??? ნა­მე­ტა­ნი სიყ­ვა­რუ­ლი ხომ არ და­ტო­ვე???” – წე­რენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

“გი­ორ­გი ნა­ვე­რი­ა­ნი გა­მო­აკ­ლდა ამ წუ­თი­სო­ფელს! არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბიჭი და­კარ­გა სა­ქარ­თვე­ლომ! ნამ­დვი­ლი ვაჟი, რა­ინ­დი – შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­დან მო­სუ­ლი თა­ვი­სი სუ­ლის­კვე­თე­ბით, რო­მან­ტი­კო­სი და მგზნე­ბა­რე, ფო­რი­ა­ქა და საყ­ვა­რე­ლი, კე­თი­ლი, თბი­ლი, ლა­მა­ზი, ემო­ცი­უ­რი, არ­ტის­ტუ­ლი და სულ ყმაწ­ვი­ლი, ტუჩ­ზე ჯერ ისევ დე­დის რძე შე­უშ­რო­ბე­ლი… და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ამ­ბა­ვია, მაგ­რამ ასეა და სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლია… მე­ექ­ვსე კლა­სე­ლი იყო, რომ გა­ვი­ცა­ნი მის არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ოჯახ­თან: მშობ­ლებ­თან, დებ­თან ერ­თად, – ყვე­ლა­ნი ლა­მა­ზე­ბი, კე­თილ­შო­ბი­ლე­ბი, ქარ­თუ­ლი გე­ნის ნამ­დვი­ლი სახე!!! გი­ორ­გი მათი იმე­დი და გვა­რის გამ­გრძე­ლე­ბე­ლი იყო… მსა­ხი­ო­ბო­ბა უნ­დო­და და სულ ამას მე­უბ­ნე­ბო­და, ისე­თი უნდა გავ­ხდე, ჰო­ლი­ვუდ­ში რომ მო­ვე­წო­ნოო…” – წერს კი­დევ ერთი ახ­ლო­ბე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

Back to top button