
5 დეკემბერი – სავსემთვარეობა.
„ამ თარიღთან დაკავშირებით ასტროლოგი და ეზოთერიკოსი ქეთი ოდიშელი ზოდიაქოს ნიშნებს რჩევას უზიარებს.
სავსემთვარეობა ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის 13 -ე გრადუსზეა. (საქართველოს დროით 03:15 სთ- ზე)
2025 წლის ბოლო სავსემთვარეობის მთავარი მესიჯი
„სიტყვა შეიძლება იყოს წამალი და სიტყვა შეიძლება იყოს საწამლავი
5 დეკემბრის სავსემთვარეობის მმართველი მერკურია, მას უპირისპირდება დიადი ურანუსი, მსგავსი კონფლიქტი ფეთქებადობას, იმპულსურობას, სიფიცხესა და არაპროგნოზირებადობას იძლევა, ამიტომ გაითვალისწინე მარტივი რჩევები:
მოერიდე კამათსა და გარჩევებს, არის კონფლიქტების გამწვავების დიდი ალბათობა.
ფრთხილად იყავი გზებზე, ავარიების ალბათობა მატულობს.
ფრთხილად ნაჩქარევ გადაწყვეტილებებთან.
დიდია ნევროზებისა და ფსიქოლოგიური პრობლემების გამწვავების ალბათობა. ასევე უძილობის თემაც აქტუალურია განსაკუთრებით ( დაახლოებით 10დან -25 რიცხვამდე).
„იჩქარე ნელა!“
არ დაგავიწყდეს წყლის, მინერალური ქვებისა და საფულის დამუხტვა მთვარიან ღამეს (არ არის აუცილებელი მთვარე ჩანდეს, ნივთები და წყალი უნდა აიღოთ პიკამდე!)
მარტივი რიტუალი :
თუ ცხოვრებაში გაქვს რაიმე კონკრეტული პრობლემა, მიმართე დახმარებისთვის ამ სავსემთვარეობის თილისმას – გასაღებს, ყოველ ჯერზე, რამდენჯერაც გასაღებს საკეტს მოარგებ და კარს გახსნი, იმდენჯერ წარმოიდგინე, რომ პრობლემა წარმატებით მოგვარდა „გაიხსნა“.
განსაკუთრებით ეფექტურია ვერბალური მაგია, ლოცვა, მანტრები.
ნახე როგორია ეს პერიოდი შენი ზოდიაქოს ნიშნისთვის:
ვერძი – გარდაქმნა საკომუნიკაციო წრეს შეეხება, ახალი ინტერესის სფერო. მგზავრობები.
კურო – ცვლილებები შეეხება შენს ფინანსურ სფეროს, შემოსავალს, შესაძლოა მნიშვნელოვანი საჩუქარი მიიღო.
ტყუპები – ცვლილებები იმიჯის, პარტნიორული ურთიერთობების სფეროში.
მთავარია მოუფრთხილდე ჯანმრთელობას.
კირჩხიბი – გამძაფრებულია მოწყვლადობა, შინაგანი ტრანსფორმაციისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, განმარტოვდი, დაისვენე.
ლომი – შარმი, ბრწყინვალება ადგილზეა! ცვლილებები სამეგობრო სფეროში, გააქტიურდით სოციალურ წრეებში და ქსელებში!
ქალწული – სამყარო ახალ საპასუხიმსგებლო როლსა და სტატუსს განიჭებს, მნიშვნელოვანი პერიოდია, ფრთხილად სიტყვებთან!
სასწორი – მოგზაურობა? ან იქნებ სიახლეები განათლების სფეროში, კანონთან დაკავშირებით ყურადღებით.
მორიელი – პერიოდი ბრწყინვალეა საკუთარ მანკიერებებთან სამუშაოდ! აქტუალურია საბანკო საკითხებისა და მსხვილი ფინანსური ოპერაციების წარმოება.
მშვილდოსანი – ახალი შემოთავაზებები, გთავაზობენ გულს, ახალ სამსახურს. ადამიანები შენზე ზრუნავენ ან შეიძლება საკმაოდ ძლიერი მტერი შეიძინო!
თხის რქა – გაუფრთხილდი ჯანმრთელობას, ეს არის ყველაზე ძვირფასი რამ, რაც კი გვაქვს ამ ქვეყნად. ამ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე ფსიქოსომატიკას.
მერწყული – მიუხედავად ქაოსისა, ცხოვრებაც მშვენიერია! ცვლილებები ან სიახლეები პირად-სასიყვარულო თემაში.
თევზები – ცვლილებები სახლში, ოჯახურ თემებში, ან იქნებ ახალი სახლი?



