ვინ აღმოჩნდა გერმანიიდან ახლახან დაბრუნებული 22 წლის ბიჭი, რომელიც სენაკში უმძიმეს ავარიაში დაიღუპა? – geonewest.com
ახალი ამბები

ვინ აღმოჩნდა გერმანიიდან ახლახან დაბრუნებული 22 წლის ბიჭი, რომელიც სენაკში უმძიმეს ავარიაში დაიღუპა?

როგორც უკვე ვწერდით, სენაკში მომხდარ უმძიმეს ავტოსაგზაო შემთხვევას 22 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა.

„გურია ნიუსისთვის“ ცნობილი გახდა გარდაცვლილის ვინაობა – იგი სენაკის მკვიდრი გიორგი სახოკიაა.

„საშინელი ტრაგედია ტრიალებს… უპატიოსნესი ბიჭი იყო. სულ ახლახან დაბრუნდა გერმანიიდან“, – ამბობს წყარო. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომელსაც ახალგაზრდა მართავდა, სავარაუდოდ, ბეტონის ჯებირს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად იგი  ადგილზე გარდაიცვალა. ამავე ავარიის დროს დაშავდა ავტომობილში მყოფი კიდევ ერთი პირი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

წყარო: gurianews.com

Back to top button