ახალი ამბები
“უეცარი წყალდიდობა, ელჭექი, მეწყრული პროცესების გააქტიურება” – მეტეოროლოგის გაფრთხილება
ცნობილი მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს:
“13 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან, საქართველოში მოსალოდნელია ამინდის მნიშვნელოვანი გაუარესება, წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი ნალექი, 14 ოქტომბერს საღამოს საათებში ნალექის ინტენსივობა დაიკლებს და 15-ში გამოიდარებს.
ასე, რომ გაითვალისწინეთ! 13 ოქტომბრის დღის ბოლოდან – 14 ოქტომბრის საღამომდე საქართველოში ძლიერ ნალექი მოვა, შესაბამისად სიფრთხილეა საჭირო ნეგატივებთან, როგორიცაა; უეცარი წყალდიდობა, ელჭექი, მეწყრული პროცესების გააქტიურება, ტრანსპორტის შეფერხება.
მშვიდობიან დღეებს გისურვებთ.
მეტეოროლოგი – კობა ფარტენაძე”