მესტიის გზაზე ზვავი ჩამოწვა, მგზავრები თითქმის 24 საათია ადგილიდან ვერ იძვრიან – „ღამე გვირაბში გავათიეთ, უკან გზაც ჩახერგილია კიდევ ერთ ღამეს ვერ გავუძლებთ“ – geonewest.com
ახალი ამბები

მესტიის გზაზე ზვავი ჩამოწვა, მგზავრები თითქმის 24 საათია ადგილიდან ვერ იძვრიან – „ღამე გვირაბში გავათიეთ, უკან გზაც ჩახერგილია კიდევ ერთ ღამეს ვერ გავუძლებთ“

გასულ ღამეს მესტიის გზაზე ზვავი ჩამოწვა. ცნობით, მოქალაქეები  გვირაბში რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ ჩარჩენილები. 

 “1 საათია მოვიდა ტრაქტორი,  ცოტა ხნის წინ კი მეორე ტრაქტორი მოვიდა და ძალიან ნელა, მაგრამ მივიწევთ წინ. გუშინ 19:00 საათის მერე ვართ (ჩარჩენილები) ჩვენ პირადად.  ღამე გვირაბში გავათიეთ. ჩვენ და ჩვენს ახლოს მყოფებს საჭმელი გვაქვს, მაგრამ კიდევ ერთ ღამეს ვერ  გავუძლებთ. უკან გზაც ჩახერგილია. წინ ისევ ზვავია და ისევ ვჩერდებით. არაფერს ვედავები ტრაქტორის მძღოლებს.  მთელი ღამე იმუშავა იმ ერთადერთმა ტრაქტორმა , რომელმაც მოაღწია, მაგრამ მერე საწვავი გაუთავდა. 

ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ კავშირის პრობლემა გვაქვს. ინტერნეტი არ იჭერს გვირაბებში და გვირაბების გარეთ გამოსვლა ფიზიკურად ძალიან გვიჭირს. ლამის ჩემს მხრებამდე თოვლია, ყინავს და გარეთ დიდ ხანს ვერ ვძლებთ და იძულებულები ვართ, რომ გვირაბებში ვიყოთ” – ამბობს მოქალაქე ელისო კავილაძე.

Back to top button