(ვიდეო) ესპანეტთან მატჩამდე გიორგი მამარდაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
ესპანეტთან მატჩამდე გიორგი მამარდაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
“ყველაფერს გვაკეტებთ,რომ კიდევ ერთხელ ერთი სასწაული მოვახიდოთ. რა თქმა უნდა, გვინდა რევანში, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ დაწყნარებულად და დამშვიდებულად” – აცხადებს გიორგი მამარდაშვილი ესპანეთთან გასამართ შეხვედრაზე.
ცნობისთვის, 26 ივნისს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა, სადაც ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩის პირველი გოლი შეხვედრის დაწყებიდან მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, მეორე ტაიმში, პენალტით გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.
როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს გამართულ მეორე მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ კი, ეროვნულმა ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა,რითიც F ჯგუფიდან გავიდა.
ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში “ჯვაროსნები” ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩი 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.