გაირკვა წუხელ, საზარელ ავარიაში დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა – ტაქსს სხვა მანქანა დაეჯახა და შემდეგ მთელი ძალით ბოძს შეასკდა… – geonewest.com
ახალი ამბები

გაირკვა წუხელ, საზარელ ავარიაში დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა – ტაქსს სხვა მანქანა დაეჯახა და შემდეგ მთელი ძალით ბოძს შეასკდა…

თბი­ლის­ში ავა­რი­ას ორი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა წუ­ხელ მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯერ ერ­თმა­ნეთს ორი ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ე­ჯა­ხა, შემ­დეგ კი ერთ-ერ­თის მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა და ბოძს შე­ე­ჯა­ხა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან თა­მარ კვა­ჭა­ძე (გერ­მა­ნიშ­ვი­ლი) და იაგო ენ­გი­ბა­რი­ა­ნი.

„დიდი ტრა­გე­დია მოხ­და, ჩვე­ნი თა­მა­რი აღარ არის. ახა­ლი გა­თხო­ვი­ლია, თე­ლა­ვი­დან არის წარ­მო­შო­ბით, ახა­ლი წლის­თვის თე­ლავ­ში იყო ჩა­მო­სუ­ლი. გუ­შინ თქვა, სამ­სა­ხურ­ში უნდა გა­ვი­დეო და თბი­ლის­ში წა­მო­ვი­და. ტაქ­სით მი­დი­ო­და, როცა ეს ტრა­გე­დია მოხ­და. ფაქ­ტობ­რი­ვად, სახ­ლთან იყო მი­სუ­ლი, რომ მან­ქა­ნა ბოძს და­ე­ჯა­ხა. მე­ო­რე გარ­დაც­ვლი­ლი ტაქ­სის მძღო­ლია“, – გვიყ­ვე­ბი­ან თა­მარ კვა­ჭა­ძის ახ­ლობ­ლე­ბი.

რო­გორც Ambebi.ge-ს შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

წყარო: www.ambebi.ge

Back to top button