„გაითვალისწინეთ, რომ მსგავს პაციენტებში ე.წ. ჩუმი ინფარქტის ძალიან მაღალი რისკია“ – ზურა ბერიკაშვილის დისშვილი საზოგადოებას აფრთხილებს
ზურა ბერიკაშვილის დისშვილი ანო მაისურაძე, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას აფრთხილებს.„მეგობრებო, ვისაც გყავთ მეგობრები/ახლობლები/ნაცნობები, რომლებსაც აქვთ დიაბეტი, გაითვალისწინეთ, რომ მსგავს პაციენტებში ე.წ. “ჩუმი ინფარქტის” ძალიან მაღალი რისკია.სისხლში მომატებული შაქარი, დროთა განმავლობაში, აზიანებს ნერვულ სისტემას, რაც იწვევს მგრძნობელობის დაქვეითებას სხვადასხვა ორგანოს მიმართ, მათ შორის გულის, შესაბამისად ვერ გრძნობენ ტკივილს.აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა თანმიმდევრული და კონსისტენტური კონტროლი“ – წერს ანო მაისურაძე.ცნობისთვის, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი – ზურა ბერიკაშვილი რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. მსახიობი ჯერჯერობით ისევ კომაში რჩება და ხელოვნურ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.54 წლის არტისტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 28 დეკემბრის დღის პირველ საათზე, გულის გაჩერებით შეიყვანეს. სასწრაფო დახმარების ექიმებმა, გულის ამუშავება ხელოვნურად შეძლეს და მსახიობის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია მოახდინეს.