
მცხეთის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ნათია კვინტრაძესთან ერთად მარი იმერლიშვილი ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მათთან ერთად კიდევ 3 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც კლინიკაში არიან გადაყვანილი.
„როგორ მიჭირს ამის დაჯერება, მარიამ, შენ მუდამ იქნები ჩვენს გულში. ძალიან დაგვწყვიტე გული. უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი. ნათელი სანთელი შენს ლამაზ სულს;
„სულით და ხორცით ლამაზო და საყვარელო გოგო, უფალს ებარებოდეს შენი ლამაზი სული“, – წერენ ახლობლები.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
წყარო: primetime .ge



