33 წლის კაცმა დანით ერთბაშად 3 ადამიანი დაჭრა – სად მოხდა შემთხვევა და ვინ დააპატიმრა პოლიციამ? – geonewest.com
ახალი ამბები

33 წლის კაცმა დანით ერთბაშად 3 ადამიანი დაჭრა – სად მოხდა შემთხვევა და ვინ დააპატიმრა პოლიციამ?

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1993 წელს დაბადებული ლ.შ. დააკავეს.

როგორც შსს-ში განმარტავენ, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, წარსულში მომხდარი კონფლიქტის საფუძველზე, დანის გამოყენებით სამ პირს: 1969 წელს დაბადებულ შ.ბ.-ს, 1992 წელს დაბადებულ ჯ.ბ.-ს და 1985 წელს დაბადებულ მ.გ.-ს სხეულის დაზიანება მიაყენა. დაშავებულები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში მოათავსეს.

“სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ლ.ს. ბრალდებულის სახით მომხდარიდან მალევე, ბათუმში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: resonancedaily. com

Back to top button