მამაკაცმა, საკუთარ სახლში უმისამართო სროლა განახორციელა, რა დროსაც დედა დაჭრა. სად მოხდა შემთხვევა? – geonewest.com
ახალი ამბები

მამაკაცმა, საკუთარ სახლში უმისამართო სროლა განახორციელა, რა დროსაც დედა დაჭრა. სად მოხდა შემთხვევა?

თბი­ლის­ში პო­ლი­ცი­ამ ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით ერთი პირი და­ა­კა­ვა. ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს ავ­რცე­ლებს.

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით, წარ­სულ­ში მრა­ვალ­ჯერ ნა­სა­მარ­თლე­ვი, 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კ.მ. და­ა­კა­ვეს.

  • გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში უმი­სა­მარ­თოდ რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რა დრო­საც მისი დედა – 1965 წელს და­ბა­დე­ბულ­მა თ.ლ. და­იჭ­რა. დაჭ­რი­ლი ქალი შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის მიზ­ნით კლი­ნი­კა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, კ.მ. ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ ორი არა­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, მჭი­დე­ბი და ვაზ­ნე­ბი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 117-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 13 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს” – ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

Back to top button