”ახალი პატრიარქი ასეთი იქნება! ” – რა იწინასწარმეტყველა ლელა კაკულიამ წლების წინ. – geonewest.com
ახალი ამბები

”ახალი პატრიარქი ასეთი იქნება! ” – რა იწინასწარმეტყველა ლელა კაკულიამ წლების წინ.

მეგობრებო, ვინაიდან ახლა თითოეული ჩვენგანის ყურადღება საპატრიარქოსკენაა მიპყრობილი, შეგახსენებთ იმ წინასწარმეტყველებათა უმცირეს ნაწილს, რომლებიც ახალ პატრიარქსა და ქართული ეკლესიის მომავალს ეხება. – ამის შესახებ ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი, ლელა კა­კუ­ლია სოციალურ ქსელში წერს:

“ცნობისათვის, ეს წინასწარმეტყველებები წარსულში უკვე გამოქვეყნებულია როგორც ქალბატონი ლელას საავტორო გაზეთში „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“, ისე მის წიგნებში „ახალი სიტყვა“ – სხვადასხვა წლების გამოცემებში როგორც ქართულ, ისე ინგლისურ და რუსულ ენებზე. 

  • 2006 წელი, 29 ნოემბერი 
    ვხედავ, მოდის პატრიარქად ახლაგაზრდა, ძლიერი მამაკაცი. მე ვიცნობ კარგად, ისიც მიცნობს და მაფასებს. აღფრთოვანებულია. მთავრობა ზურგს უმაგრებს. 
    რეფორმები საპატრიარქოსაც შეეხება. სამართალი იმარჯვებს! ყველაფერი სუფთავდება.
  • 2007 წელი, 17 დეკემბერი
    ვხედავ, საპატრიარქოს შავი რკალი ეკვრის. გარდაიცვლება წინამძღვარი –  პატრიარქი ილია II. ბევრი რამ შეიცვლება. საპატრიარქოში, ვხედავ, სიმშვიდეა. 
    მეუფეს, რომელსაც ვუწინასწარმეტყველე, რომ პატრიარქის სამოსელში ვხედავდი, გახდება საქართველოს პატრიარქი. იქნება დროებითი შემსრულებელი, მაგრამ ეს პერიოდიც გაივლის და აღსრულდება წინასწარმეტყველება.
    მომავალი პატრიარქი – ეს არის მახვილი უფლისა, სიტყვა მართალი! რაც ძალიან სჭირდება საქართველოს.
  • 2008 წელი, 24 იანვარი
    ვიცი და ვხედავ, რომ უფალი დააწყნარებს ყველას და ყველაფერს. საპატრიარქო განიწმინდება უარყოფითი ენერგიებისგან. მოდიან მართალი, მართლმადიდებელი მწყემსები და ყველაფერი იცვლება საპატრიარქოში. 
    მეუფე, რომელიც ხდება საქართველოს პატრიარქი, ნამდვილი მართლმადიდებელია, დამცველი თავისი ერისა და ქვეყნისა. ვხედავ, როგორ ადებს უფალი მას პატრიარქის ნიშანს. მეუფეს ეს ბევრი  წლის წინ ვუწინასწარმეტყველე პირადად, საპატრიარქოში, მის კაბინეტში <…>. იგი უნდა გახდეს ნამდვილი პატრიარქი საქართველოსი და განაგრძოს ქვეყნის აღმშენებლობა, რასაც აკეთებდა ილია II. უფრო განსხვავებულ გზას ვხედავ, მართალია, მაგრამ ყოველივე ეს ხომ ღმერთის ნებაა. ამინ! 
  • 2009 წელი, 30 ნოემბერი
    ვხედავ მომავალში ძალიან, ძალიან დიდ ცვლილებებს საპატრიარქოში: ძლიერი, რკინის ხელი, ძლიერი ენერგია მოევლინება ქართულ მართლმადიდებლობას, რომელიც გადაარჩენს არამხოლოდ მართლმადიდებლობას, არამედ მთელ ჩემს ქვეყანას. 
  • 2009 წელი. 20 დეკემბერი 
    კოსმოსი დაასუფთავებს უფლის სახლს და მერე როგორ?! ყველა იხილავს ამას. ასეთია ნება კოსმოსისა, რათა დარჩეს მღვდელი იგი პატიოსანი და ვხედავ, გადარჩება ბოლოს საპატრიარქო. განწმინდავს და დაასუფთავებს უფლის ხელი ყველაფერს. ირწმუნეთ, ვინაიდან თითოეული სიტყვა ასრულდება ასი პროცენტით. წინასწარმეტყველება ყოველთვის სრულდება.
  • 2017 წელი, 20 თებერვალი 
    ვხედავ, მოდის ახალი პატრიარქი. მასში დიდი ენერგიაა ჩადებული. კარგად იცის, რა თამაშებიცაა პოლიტიკაში და როგორ ითამაშოს. ის ყველასა და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს.
    მთავარი კი ის არის, რომ მას სწამს, სჯერა ქართველი წინასწარმეტყველის, +ლელა+ კაკულიასი — როგორც მის წინამორბედ პატრიარქ ილია მეორეს. ამიტომ მას დიდი ძალა ეძლევა კოსმოსიდან. ეს ასეა. ამინ!
    მომავალში საქართველოს პატრიარქი ეყოლება, ვხედავ, და ყველაფერი ირგვლივ დამშვიდდება.
  • 2018 წელი, 30 ნოემბერი 
    მესმის, როგორ ირეკება ეკლესიაში გლოვის ზარები. სინოდი ისე გადაწყვეტს ყველაფერს, როგორც არსებული ვითარება მოითხოვს, მერე კი ვხედავ ახალ პატრიარქს. 
    ვხედავ, ქართული ეკლესია არ დაიშლება — პირიქით, ერთ ძლიერ მუშტად შეიკვრება. მოდიან პატიოსანი მღვდლები. ისინი კოსმოსიდან არიან წარმოგზავნილნი. საბოლოო ჯამში საპატრიარქო გაიმარჯვებს, ვინაიდან უფლის საცერი საპატრიარქოშიც იცრება და ხალხს რწმენა უბრუნდება. ეს გადაარჩენს საქართველოს.
  • 2019 წელი, 16 მარტი 
    ვხედავ, საპატრიარქო ნელ–ნელა იწმინდება. მოდის ახალი პატრიარქი — ამწუთში ყველასთვის უცნობი, მაგრამ ყველასთვის ნაცნობი და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.
  • 2020 წელი, 1 ივლისი 
    უფლის, კოსმიური საცერი იცრება და ვხედავ, საპატრიარქოც გაიცრება. იქნება ისე, როგორც კოსმოსს სურს და არა ისე, როგორც ადამიანებს სურთ. ბევრი რამ შეიცვლება. 
  • 2022 წელი, 25 აპრილი მოდის ახალი პატრიარქი. ყველაფერი იცვლება საპატრიარქოში — ყველა და ყველაფერი. და ამას ვერ შეაჩერებთ. ამინ!”
Back to top button