“ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მოსიყვარულედ იყვნენ… ოღონდ ჩემი სიძე სვამდა… 4 თვის ბავშვი დატოვეს” – ქმრის მიერ მოკლული ქალის მამა პირველ კომენტარს აკეთებს – geonewest.com
ახალი ამბები

“ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მოსიყვარულედ იყვნენ… ოღონდ ჩემი სიძე სვამდა… 4 თვის ბავშვი დატოვეს” – ქმრის მიერ მოკლული ქალის მამა პირველ კომენტარს აკეთებს

გუ­შინ თბი­ლის­ში ფე­მი­ცი­დის მო­რი­გი ფაქ­ტი მოხ­და. ვარ­კე­თილ­ში ქმარ­მა ცოლი მოკ­ლა. კაც­მა მე­უღ­ლეს მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი ცივი ია­რა­ღით მი­ა­ყე­ნა. სას­ტი­კად ნა­ცე­მი და დაჭ­რი­ლი ქალი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ მა­მა­კაც­მა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი თა­ვა­დაც მი­ი­ყე­ნა. მას ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

გარ­დაც­ვლი­ლი ქალი 27 წლის ქე­თე­ვან ედი­ბე­რი­ძეა, ბრალ­დე­ბუ­ლი – გი­ორ­გი კავ­ლე­ლაშ­ვი­ლი. მას პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრა­ლი უკვე წა­რუდ­გი­ნა.

ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს.

მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ პირ­ველ კო­მენ­ტარს აკე­თებს მოკ­ლუ­ლი ქა­ლის მამა. “ტვ პირ­ველს” მა­მა­კა­ცი უყ­ვე­ბა, რომ მისი სიძე სვამ­და და ამის გამო მას საყ­ვე­დუ­რობ­და კი­დეც. რაც შე­ე­ხე­ბა ცოლ-ქმრის ურ­თი­ერ­თო­ბას, ქა­ლის მამა ამ­ბობს, რომ მის შვილ­სა და სი­ძეს “მო­სიყ­ვა­რუ­ლე ურ­თი­ერ­თო­ბა” ჰქონ­დათ”.

“ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ, მო­სიყ­ვა­რუ­ლედ იყ­ვნენ, ბოლო სამი დღე მათ­თან გა­ვა­ტა­რე. ოღონდ სვამ­და. როცა მკვლე­ლო­ბა მოხ­და, ბი­ჭის მა­მაც იქ იყო, იმ სახ­ლში. ეძი­ნა, როცა ეს მოხ­და. რა­ღაც მოხ­და. სამი დღე მთვრა­ლი იყო, დავ­ტუქ­სე კი­დეც, სას­მელს ალ­ბათ რა­ღა­ცა მი­ა­მა­ტა, რა­ღაც და­ლია კი­დევ… 4 თვის “კუკ­ლა” ბავ­შვი და­ტო­ვეს” – ამ­ბობს მოკ­ლუ­ლი ქა­ლის მამა.

რო­გორც ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმრის მე­ზობ­ლებ­მა გუ­შინ გა­ნა­ცხა­დეს, კავ­ლე­ლაშ­ვილ­მა ცოლს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მძი­ნა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მი­ა­ყე­ნა.

“დიდი ხა­ნია, აქ ცხოვ­რო­ბენ. ცოლი, ქმა­რი, 4 თვის შვი­ლი და ბი­ჭის მამა ცხოვ­რობ­დნენ ერ­თად. ახ­ლოს არ ვიც­ნობ­დი, ეს მე­ო­რე ცო­ლია, ორ­სუ­ლი როცა იყო, ეზო­ში ერ­თად სე­ირ­ნობ­დნენ ხოლ­მე. ერთი-ორი წელი იქ­ნე­ბა, რაც ცო­ლად მო­იყ­ვა­ნა. ამ დროს სო­ფელ­ში, თუ არ ვცდე­ბი, დმა­ნი­სის რა­ი­ონ­ში იყ­ვნენ და რო­გორც გა­ვი­გე, გუ­შინ სა­ღა­მოს ჩა­მო­ვიდ­ნენ, ბავ­შვი აც­რა­ზე უნდა წა­ეყ­ვა­ნათ, ამი­ტომ ჩა­მო­სუ­ლან. ეს ბიჭი ჩვენ თვალ­წინ გა­ი­ზარ­და, აქამ­დე ცუდი არას­დროს გაგ­ვი­გია. მე­ზო­ბელ­მა მი­თხრა, გოგ­ლამ ცოლი მოკ­ლაო. ზოგი ამ­ბობს, ნას­ვა­მი არ იყოო, შემ­თხვე­ვის დროს სახ­ლში მამა ყო­ფი­ლა, ეძი­ნა და არა­ფე­რი გა­უ­გი­აო, გამ­თე­ნი­ას მომ­ხდა­რა. მე­ზობ­ლებ­მა თქვეს, და­ნით დაჭ­რა მძი­ნა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­შიო, ბავ­შვიც სახ­ლში იყოო“,- აცხა­დებს მე­ზო­ბე­ლი “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან” სა­უ­ბარ­ში.
წყარო: hotnews. com. ge

Back to top button