გაამართლეს სატვირთოს მძღოლი უმძიმესი ავარიის საქმეზე, რა დროსაც 15 წლის ფეხბურთელის სიცოცხლე ემსხვერპლა – რა გადაწყვეტილება მიიღო ცოტა ხნის წინ მოსამართლემ? – geonewest.com
ახალი ამბები

გაამართლეს სატვირთოს მძღოლი უმძიმესი ავარიის საქმეზე, რა დროსაც 15 წლის ფეხბურთელის სიცოცხლე ემსხვერპლა – რა გადაწყვეტილება მიიღო ცოტა ხნის წინ მოსამართლემ?

გაამართლეს სატვირთო ავტომობილის მძღოლი ადიგენში მომხდარი ავარიის საქმეზე, რომელსაც არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხვიჩა ხარაიშვილი ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მარიკა ჩიტაშვილმა დარბაზიდან გაათავისუფლა. აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

2025 წლის 8 სექტემბერს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალის გადასახვევთან ერთმანეთს სატვირთო მანქანა და მიკროავტობუსი შეეხება, რის შედეგადაც არასრულწლოვანი დაიღუპა. 15 წლის ბიჭი საფეხბურთო გუნდის წევრი იყო. 

წყარო: resonancedaily. com

Back to top button