
თბილისში დაკარგული არასრულწლოვანი უვნებელი იპოვეს – ინფორმაცია ამის შესახებ “მთავარს” შსს-ში დაუდასტურეს.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კინო საქართველოს ტერიტორიიდან ბავშვი დაიკარგა. მოქალაქე წერდა: “შუადღისას ბავშვებმა დაინახეს როგორ ჩაისვა ვიღაც კაცმა ნაცრისფერ პრიუსში. ბავშვების თქმით კიკვიძეში მიდიოდაო,თუმცა ვეძებთ და არსად არ არის”



