ბოლო ზარის 4 მანქანა ავარიაში მოყვა – რა ვითარებაა ადგილზე? – geonewest.com
ახალი ამბები

ბოლო ზარის 4 მანქანა ავარიაში მოყვა – რა ვითარებაა ადგილზე?

ბოლნისში ბოლო ზარის 4 მანქანა ავარიაში მოყვა – დაშავებულია 10-მდე ახალგაზრდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია 24News ge ავრცელებს.

მათივე ცნობით, შემთხვევა სოფელ ყაფანახჩიში მოხდა. გამოცემის ცნობით, დაშავებულები ბოლნისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. ადგილობრივი მედია წერს, რომ რამდენიმე დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილას საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დაწყებულია გამოძიება.

Back to top button