ახალი ამბები

“თეამ კარი გაუღო თუ არა, ეგრევე ესროლა…” – ვინ აღმოჩნდა სენაკში ნოკლული ახალგაზრდა ქალი?

მკვლე­ლო­ბა მოხ­და სე­ნა­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ზა­ნა­ში. შუ­ახ­ნის კაც­მა, მე­ზო­ბე­ლი ქალი მოკ­ლა. შემ­თხვე­ვა წუ­ხელ, გვი­ან ღა­მით მოხ­და. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბმა “ამბებს” განუცხადეს, ქალს სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა სა­ნა­დი­რო თო­ფით აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლუ­ლი ქალი თეა ხარ­გე­ლი­აა.

“მკვლე­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია. ის ვი­ცით, რომ მი­ვი­და მას­თან სახ­ლში, მი­ა­კა­კუ­ნა, კარი გა­ა­ღო თუ არა თეამ, პირ­და­პირ ეს­რო­ლა. არა­ვინ იცის რაზე ჰქონ­დათ კონ­ფლიქ­ტი. გარ­დაც­ვლი­ლი 45 წლამ­დე იყო. სხვა დე­ტა­ლე­ბი ჩვენც არ ვი­ცით, ვე­ლო­დე­ბით გა­მო­ძი­ე­ბას” – თქვეს ად­გი­ლობ­რი­ვე­ბმა.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით შსს-მაც გაავრცელა გან­ცხა­დე­ბა. უწყე­ბის ცნო­ბით, პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პირი უკვე და­ა­კა­ვა.

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით ერთი პირი და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა სე­ნა­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ნაც­ნობ ქალს, სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან გას­რო­ლით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, დამ­ნა­შა­ვე პირი მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი ნივთმტკი­ცე­ბა­დაა ამო­ღე­ბუ­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს”

წყარო: ambebi.ge

Back to top button