“პრეზე@ვატივი გავხსენი და გადამეყლაპა , ხომ არ დავორსულდებოდი?” – ქართველი ქალიშვილი დახმარებას ითხოვს
პრეზერვატივგადაყლაპული ქალიშვილი დახმარებას ითხოვს. გოგონას აინტერესებს, გამოიწვევდა თუ არა ეს ფაქტის მის დაორსულებას. დახმარების თხოვნით ქალიშვილმა ინტერნეტ-რესურს answers.ge-მიმართა. აღნიშნულ საიტზე დარეგისტრირების შემდეგ ინტერნეტმომხმარებლები მათთვის საინტერესო საკითხებზე შეკითხვებს აგზავნიან, მოგვიანებით კი სხვა კომპეტენტური ინტერნეტმომხმარებლებისგან პასუხებს იღებენ.
“დამეხმარეთ! პრეზერვატივი გადამეყლაპა და ხომ არ დავორსულდებოდი?
ორი დღის წინ შემთხვევით გადამეყლაპა პრეზერვატივი! თან ქალიშვილი ვარ და ხომ არ დავორსულდებოდი??? სერიოზულად მომეპყარით, გთხოვთ!”, – წერს გოგონა.
მსგავსი შინაარსის შეკითხვები მრავლად იგზავნება ასევე mkurnali.ge-ზე, სადაც მათ პროფესიონალი ექიმები პასუხობენ. ასეთი შეკითხვების თვალშისაცემი სიმრავლე საზოგადოების დაბალ სექსუალურ განათლებაზე მეტყველებს.
წყარო : ambebi.ge