ახალი ამბები

„ციხის ნაცვლად, სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსდება“ – რა ინფორმაცია ვრცელდება ქალზე, რომელსაც ბრალად შვილის მკვლელობა ედება

8 წლის შვილის, ფარუხ ახმედოვის მკვლელობაში ბრალდებულ 42 წლის ქალს, სვეტლანა ახმადოვას, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა – ის ციხის ნაცვლად სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსდება. გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა.

მკვლელობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ხახალაჯვარში გუშინ, 1 ივნისს მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობის დროს სახლში სხვა მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
წყარო: mix .metronome. ge

Back to top button