
თბილისში, საცხოვრებელ ბინაში ორი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს – ფაქტი „ტვ პირველს“ დაუდასტურეს შსს-შიც. წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით თანახმად, ახლობლები კორპუსში, სადაც გოგო და ბიჭი ცხოვრობდნენ, მას შემდეგ მივიდნენ, რაც არცერთი მათგანი კონტაქტზე არ გადიოდა.
როგორც tvpirveli.ge-ის ეუბნებიან, ადგილზე გამოძახებულმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა კარი შეამტვრია და ცხედრები აღმოაჩინა.
მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.



