
სოფელ დიდგორთან ავარიის შედეგად დაღუპული ერთ-ერთი ცოლ-ქმარი – ალექსანდრე ჩხეიძე და ნათია ჯანაძე.
“ჩვენი სანდრო და ნათია აღარ გვყავს. პანაშვიდი 8,9,10 ივნისი. მისამართი: დიდი დიღომი, მეოთხე მიკრორაიონი, მეთორმეტე კორპუსი, მეორე სადარბაზო. გასვენება ხუთშაბათს 11 ივნისს დიდუბის ეკლესიიდან“ – წერს ახლობელი.
ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან ღამით სოფელ დიდგორთან მოხდა. როგორც დაღუპულების ახლობლები ყვებიან, ავარიის შედეგად დაღუპული ხუთივე პირი ახალგაზრდაა და ისინი ერთმანეთის მეგობრები იყვნენ.



