ახალი ამბები

რა თქვა 15 წლის ბიჭმა, რომელმაც 53 წლის კაცის მოკვლის შემდეგ 112-ში თავად დარეკა და პოლიცია გამოიძახა?

რუსთავში მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. “ინფო რუსთავი” იმყოფებოდა იმ სახლში, სადაც მკვლელობა მოხდა. გაირკვა რომ მკვლელობის შემდეგ მოზარდმა თავად დარეკა პოლიციაში და დანაშაულის შესახებ განაცხადა. მკვლელობის მოტივად კი სექსუალური ძალადობა სახელდება.

“53 წლის კაცი იყო ჩვენთან ქირით და ის ბავშვი ჰყავდა სტუმრად მოყვანილი. ეს კაცი იყო ხელოსანი და 15 წლის ბავშვზე ამბობდა რომ ჩემი მოწაფეაო. წუხელ ამ ბიჭმა რომ მოკლა ეს კაცი, მერე თვითონ გამოიძახა პატრული. ბიჭი იძახის, გაუპატიურება დამიპირა და მოვკალიო”, – განაცხადა “ინფო რუსთავთან” საუბრისას ბინის მეპატრონემ.

მკვლელობა რუსთავში, გარეჯის ქუჩაზე გუშინ ღამით მოხდა. 15 წლის ბიჭმა 53 წლის კაცს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მოზარდი დაკავებულია და იზოლატორშია გადაყვანილი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
წყარო: https://www.resonancedaily. com/

Back to top button