ახალი ამბები
განმუხურში ტრაგიკულად დაღუპული 15 წლის ძმა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
დინარე ენგურში დაღუპული 15 წლის მოზარდი თაბუკა ახალაიაა. მისი სამძებრო სამუშაოები მდინარეში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. 15 წლის მოზარდი ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადასვენებული.ტრაგიკულად დაღუპულ თაბუკა ახალაიას ძმა ემშვიდობება.
“ჩემი პატარა ძამიკო გამიფრინდა ცაში. ძამიკო რატომ რატომ”,-წერს თედო ახალაია.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი ანაკლიაში სტუმრად იმყოფებოდა და 18 ივლისს, თანატოლებთან ერთად წავიდა მდინარეზე. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მოზარდი თანატოლებთან ერთად მდინარე ენგურში ბანაობდა