ახალი ამბები

პატარა შვილის გადასარჩენად წყალში გადახტა და თავი ქვაზე დაარტყა, ბავშვის ამოყვანა კი მოასწრო, მაგრამ… – ვინ არის დაღუპული და სად მოხდა უბედურება?

ჩოხატაურში დაიღუპა კაცი, რომელიც მდინარეში შვილის გადარჩენას ცდილობდა. “გურია ნიუსი” ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ ახალგაზრდა კაცი მდინარეზე სათევზაოდ ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად წავიდა, რა დროსაც ბავშვს ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა.

“პატარა წყალში ჩავარდა, გადამხტარა მდინარეში, თავი ქვაზე დაურტყამს და გარდაიცვალა. ბავშვის ამოყვანა მოუსწრია. ისეთი ბიჭი იყო, უპატიოსნესი, იმდენს წვალობდა, შრომობდა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული” – ამბობს გამოცემასთან ადგილობრივი. მისივე თქმით, გარდაცვლილს მეუღლე და 5 შვილი დარჩა.

გურია ნიუსი

Back to top button