“მისი ცრემლები პირველად ვნახე: აქამდე არასდროს მინახავს როგორ ტირის მამაჩემი ფეხბურთის გამო, ის ამას არასდროს აკეთებდა, მაგრამ მითხრა, რომ…”- რას აცხადებს ვილი სანიოლის შვილი – geonewest.com
საზოგადოება

“მისი ცრემლები პირველად ვნახე: აქამდე არასდროს მინახავს როგორ ტირის მამაჩემი ფეხბურთის გამო, ის ამას არასდროს აკეთებდა, მაგრამ მითხრა, რომ…”- რას აცხადებს ვილი სანიოლის შვილი

🚨 “მისი ცრემლები პირველად ვნახე” 🇬🇪

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის შვილმა გვითხრა, რომ პირველად ნახა, როგორ იტირა მამამისმა ფეხბურთის გამო.

🔘 “აქამდე არასდროს მინახავს როგორ ტირის მამაჩემი ფეხბურთის გამო, რადგან ის ამას არცერთ შემთხვევაში არ აკეთებდა, მაგრამ მითხრა, რომ ამხელა ემოციების შემდეგ თავის შეკავება ვერ შეძლო”.

🔘სემ სანიოლი ასევე გვეუბნება: “ვერ წარმოიდგენთ, რამდენად ამაყია მამაჩემი ყველა ფეხბურთელით, სტაფით და ქართველი გულშემატკივრებით.”

ვილი სანიოლისთვის საქართველოს მწვრთნელის რანგში 33-ე მატჩში საბერძნეთთან მოგებული შეხვედრა მე-16 იყო. 🇬🇪

Back to top button