ახალი ამბები

“ექიმებმა ჩემი ლუკა მომიკლეს!” – რას წერს ოპერაციის დროს გარდაცვლილი მე-7 კლასის მოსწავლის დედა?

ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე ლუკა ჩხიკვიშვილი გარდაიცვალა – ინფორმაციას და ფოტოს სოციალურ ქსელში სკოლის დირექტორი ეთერ წილოსანი აქვეყნებს. მოზარდმა ხელი მოიტეხა და ოპერაციის დროს გული გაუჩერდა.

დედამ, ნინო სიხარულიძემ რამდენიმე საათის წინ ოპერაციის შესახებ სოციალურ ქსელში მიმართვა გამოაქვეყნა.

“ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება. ყველას ვერ გწერთ ჩემო ძვირფასებო. მადლობა ყურადღებისთვის. თქვენი გვერდში დგომა ბევრს ნიშნავს ჩვენთვის”- დაწერა ნინო სიხარულიძემ.

დაახლოებით 3 საათის წინ კი დაწერა:

“ექიმებმა ჩემი ლუკა მომიკლეს!”

Back to top button