ახალი ამბები
დედისერთა ბიჭს ფეხი დაუცურდა, ქვას თავი დაარტყა და მდინარეში დაიხრჩო! – სად დატრიალდა ტრაგედია და ვინ არის დაღუპული?
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 21 წლის ბიჭი მდინარეში დაიხრჩო. უბედური შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდას ფეხი დაუცურდა და თავი დაარტყა. იგი ადგილზე დაიღუპა.
„საშინელი ტრაგედია ტრიალებს, დედისერთაა”, – ამბობენ ადგილობრივები.
ცხედარი საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს.
გარდაცვლილი ადგილობრივი მკვიდრია. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული ნიკა გახარიაა.