ახალი ამბები

“თავის ქალისა და სახის არეში მრავლობითი დაზიანებები აქვს”- როგორია ავარიის დროს დაშავებული 8 წლის ბიჭის მდგომარეობა

თელავში კვადროციკლის ავარიის შედეგად მძიმედ დაშავებული 8 წლის ბიჭი კლინიკაში კვლავ მძიმე მდგომარეობაში რჩება. შემთხვევა 4 ივნისს მოხდა, როდესაც კვადროციკლი მართვის დაკარგვის შემდეგ კედელს შეეჯახა.

ბავშვის დედის, ხატია დუდაურის განცხადებით, მოზარდი ხელოვნურ კომაში იმყოფება და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.

მისი თქმით, ბავშვს თავის ქალისა და სახის არეში მრავლობითი დაზიანებები აქვს, მათ შორის დაზიანებულია თვალის ბუდეც, რის გამოც შესაძლოა შემდგომი მკურნალობა და რეაბილიტაცია საზღვარგარეთ გახდეს საჭირო.

დედის თქმით, ავარიის დროს მისი შვილი კვადროციკლს არ მართავდა და მგზავრის ადგილას იჯდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა მეორე ბავშვიც, რომელსაც ყბის მოტეხილობა აღენიშნებოდა, თუმცა ოპერაციის შემდეგ უკვე გაწერილია კლინიკიდან.

ოჯახი საზოგადოების მხარდაჭერას ითხოვს. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ დედის, ხატია დუდაურის, საბანკო ანგარიშებზე:

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი: GE50BG0000000160902055

თი­ბი­სი ბან­კი: GE68TB7140245068100026

მიმ­ღე­ბი: ხა­ტია დუ­და­უ­რი (დედა) პ/ნ: 08001034977

Back to top button