
35 წლის ნინო მუჯირი საშვილოსნოს პოლიპის მოწვის ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ.
როგორც ცნობილი ხდება, გოგონამ ოპერაცია 12 იანვარს გაიკეთა. მათი თქმით, ოპერაცია ლიცენზია შეჩერებულმა ექიმმა ჩაატარა. რაც შეეხება გარდაცვალების მიზეზს, მუჯირის ახლობლების ინფორმაციით, მიზეზი სეფსისი გახდა. როგორც ირკვევა, გოგონა 6 თვის განმავლობაში იყო კომაში.
როგორც შოთო სიხარულიძე ამბობს, ქალმა ოპერაცია თბილისში, ერთ-ერთ ცნობილ კლინიკაში გაიკეთა.
“საშვილოსნოს მილზე ჰქონდა პოლიპი. ემიგრანტი იყო ამსტერდამში და საქართველოში ჩამოვიდა დედის სანახავად დეკემბერში და 8 იანვარს დაბადების დღე ქონდა, ორ დღეში მივიდა ექიმთან და ესე დამართეს, ნინო დედისერთა იყო,” – ამბობს შოთო სიხარულიძე.



