ახალი ამბები

“გამძლეობა ჩემებს, ყველას მოეკითხება!” – რას წერს მოკლული 17 წლის ბიჭის ნათესავი?

თბი­ლის­ში გამ­თე­ნი­ი­სას მკვლე­ლო­ბა მოხ­და. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, არას­რულ­წლო­ვან­მა არას­რულ­წლო­ვა­ნი ცივი ია­რა­ღით მოკ­ლა.

“გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 10 სექ­ტემ­ბერს, თბი­ლის­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა არას­რულ­წლო­ვანს და ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად არას­რულ­წლო­ვა­ნი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პირი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს” – ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მოკ­ლუ­ლი დათო ნა­რი­მა­ნი­ძეა. ირ­კვე­ვა, რომ მოკ­ლუ­ლიც და და­კა­ვე­ბუ­ლე­ბიც 17 წლი­სე­ბი არი­ან. მომ­ხდარს წინ ჩხუ­ბი უძღო­და. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ჰყვე­ბი­ან, და­პი­რის­პი­რე­ბა­ში რამ­დე­ნი­მე მო­ზარ­დი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

“ჩემი მამიდაშვილი (მამას დეიდაშვილის შვილი), 17 წლის უწყინარი და უთბილესი ბიჭი მოუკლავთ წუხელ თბილისში. დანარჩენს საინფორმაციოშიც ნახავთ.ვის დასდევთ ქუჩა-ქუჩა და კომენტარ-კომენტარ, თქვე უმსგავსებო, როცა ქუჩები მოძალადე მკვლელებითაა სავსე?! გამძლეობა ჩემებს. ყველას მოეკითხება!” – წერს გიორგი ჩუბინიძე.

წყარო: resonancedaily. com

Back to top button