
გაცნობებთ, რომ 2026 წლის 13 ივლისის 22:22 წუთზე, ქალაქ გორში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა სრულად დააფიქსირა ჩვენი ტელეკომპანიის შენობის გარე სამეთვალყურეო ვიდეოკამერებმა.
ვინაიდან აღნიშნული ვიდეოჩანაწერი შეიძლება შეიცავდეს გამოძიებისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, გამოვთქვამთ მზადყოფნას, თქვენი დაინტერესების ან საჭიროების შემთხვევაში, გადმოგცეთ სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, – ინფორმაციას ტელეკომპანია “თრიალეთი” ავრცელებს.
გორში ავარიის შედეგად დაშავებული 3 წლის ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის ახლობლები გვიდასტურებენ.
Ambebi.ge-ს ინფორმაციით, დაღუპული ქალი ანი ბერიანიძეა, რომელიც მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთდ დაიღუპა.როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ისინი ზებრა გადასასვლელზე გადადიოდნენ, როდესაც სწრაფად მოძრავი მანქანა დაეჯახა.
ცნობისთვის, გორის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე “ჯიპის” ტიპის ავტომანქანა ქვეით დედა-შვილს დაეჯახა.
ახალგაზრდა ქალი კლინიკაში გარდაიცვალა. რაც შეეხება მცირეწლოვან ბავშვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და ის თბილისში გადმოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. განაგრძეთ კითხვა



