
ხაშურში 70 წლის კაცს კასტეტით სცემეს. შემთხვევა გუშინ „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით [ძალადობა] დაიწყო. დაკავებულია ბრალდებული.
წინასწარი ინფორმაციით, 70 წლის მამაკაცს კასტეტი, შელაპარაკების დროს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ტაქსის მძღოლმა თავის არეში ჩაარტყა. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
qartli.ge



