ახალი ამბები

საქართველოში ბოლო რამდენიმე საათში მიყოლებით 2 მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრები და რა სიმძლავრის ბიძგები დაფიქსირდა?

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„დღეს, თბილისის დროით 00:34-ზე, ქალაქ ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 10კმ-ში, სოფელ გორელოვკადან 3 კმ-ში მოხდა 3(Ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. 

საქართველოში მიწისძვრა რამდენიმე საათის წინაც მოხდა და მისმა სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა. 

„თბილისის დროით 20:40 საათზე, დაბა ახალგორიდან ჩრდილოეთით 23კმ, სოფელ უკანამხარიდან 1კმ-ში მოხდა 3.3(Ml) მაგნიტუდის მიწისძვრა“, – აღნიშნულია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.

Back to top button