ახალი ამბები

“გზაზე რომ მივდიოდი ახალგაზრდა ბიჭებს ხელზე ვაკვირდებოდი, ეკლესიაში თუ შევიდოდი ბერებს ვაცქერდებოდი” – რას ამბობს 12 წლის წინ გაუჩინარებული 17 წლის ბიჭის დედა?

17 წლის გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძე 2014 წელს გა­უ­ჩი­ნარ­და და მას შემ­დეგ მო­ზარ­დის კვალს ვერ მი­აგ­ნეს. ის, დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქვე­მო მლე­თა­ში, ლო­მი­სო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ექ­სკურ­სი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ბი­ჭის დედა, სოფო ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი შვი­ლის პოვ­ნა­ში დახ­მა­რე­ბას დღემ­დე ითხოვს.

“12 წლის მანძილზე 12 წუთი არ გასულა რომ გურიკაზე არ მეფიქრა. გზაზე რომ მივდიოდი ახალგაზრდა ბიჭებს ხელზე ვაკვირდებოდი, ეკლესიაში თუ შევიდოდი ბერებს ვაცქერდებოდი. თუ ჩემი შვილი ცოცხალი არაა, ჩემს ცხოვრებას აზრი არ აქვს…” – განაცხადა დაკარგული გურამ დადიანიძის დედამ, სოფო ბიბილაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემაში “ფაქტი და პოზიცია” განაცხადა.

გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის საქ­მე­ში ად­ვო­კა­ტი ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძე რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჩა­ერ­თო.

Back to top button