ახალი ამბები
ბათუმში, 27 წლის მამაკაცი საკუთარი შეყვარებულის თვალწინ მოკლეს – რა გახდა სასტიკი მკვლელობის მოტივი
ბათუმში, ქუთაისის ქუჩაზე, 27 წლის მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა ერთ-ერთი კაფე-ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, გვიან ღამით მოხდა.
არჩილ წუწუნავას სასიკვდილო ჭრილობები დანით მიაყენეს.
ირკვევა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი თავდამსხმელი, არჩილ წუწუნავას მეგობარ გოგოს ავიწროებდა და სიტყვიერშეურაცხყოფას აყენებდა. ახალგაზრდა ქალის დაცვა, მამაკაცმა სცადა, რა დროსაც დამნაშავემ ის სასიკვდილოდ დაჭრა.
განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. ის 29 წლის რევაზ ცეცხლაძეა.
ბრალდებულის საცხოვრებელ მისამართზე სამართალდამცველებმა ჩხრეკა უკვე ჩაატარეს. საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა მკვლელობის ადგილზეც.