“ამ ტიპის მოვლენები უფრო გაიზრდება” რატომ არის ვალენსიის წყალდიდობა ასეთი კატასტროფული – მეცნიერების საგანგაშო პროგნოზი – geonewest.com
ახალი ამბები

“ამ ტიპის მოვლენები უფრო გაიზრდება” რატომ არის ვალენსიის წყალდიდობა ასეთი კატასტროფული – მეცნიერების საგანგაშო პროგნოზი

ეს­პა­ნეთ­ში, წყალ­დი­დო­ბის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 62-მდე გა­ი­ზარ­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას ეს­პა­ნე­თის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

ეს­პა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, პედ­რო სან­ჩეს­მა სა­ტე­ლე­ვი­ზიო მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც გა­ნა­ცხა­და, რომ ქვეყ­ნის მთავ­რო­ბა ვა­ლენ­სი­ის რე­გი­ონ­ში წყალ­დი­დო­ბის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს.

“იცო­დეთ, ვინც ამ წუ­თებ­ში საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს ეძებთ, მთე­ლი ეს­პა­ნე­თი თქვენ­თან ერ­თად ტი­რის“, – გა­ნა­ცხა­და პედ­რო სან­ჩეს­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ეს­პა­ნეთ­ში, მო­სულ­მა უხვმა ნა­ლექ­მა, რო­მელ­საც რიგ ად­გი­ლებ­ში სე­ტყვა მოჰ­ყვა, წყალ­დი­დო­ბა გა­მო­იწ­ვია. სტი­ქი­ამ გა­ა­ნად­გუ­რა ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. დან­გრე­უ­ლია სახ­ლე­ბი, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია ასო­ბით ავ­ტო­მო­ბი­ლი.

მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მოვ­ლე­ნა კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბამ გა­მო­იწ­ვია.

“ეს მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი წყალ­დი­დო­ბა კი­დევ ერთი შეხ­სე­ნე­ბაა იმი­სა, თუ რამ­დე­ნად სა­ში­ში გახ­და კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა მხო­ლოდ 1.3°C დათ­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში” – ამ­ბობს ფრი­დე­რიკ ოტო, ლონ­დო­ნის იმ­პე­რი­უ­ლი კო­ლე­ჯის გა­რე­მოს­დაც­ვი­თი პო­ლი­ტი­კის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ხმელ­თა­შუა ზღვის რე­გი­ო­ნი – სა­დაც 510 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს – სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე 20%-ით სწრა­ფად თბე­ბა. ეს სა­ნა­პი­რო ზო­ნებს წყალ­დი­დო­ბი­სა და ერო­ზი­ის რის­კის ქვეშ ტო­ვებს.

”კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის კონ­ტექ­სტში, ამ ტი­პის ინ­ტენ­სი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი უფრო გა­იზ­რდე­ბა. გახ­დე­ბა ხში­რი, უფრო ინ­ტენ­სი­უ­რი და, შე­სა­ბა­მი­სად, დესტრუქ­ცი­უ­ლი.”

გა­ე­როს გა­რე­მოს დაც­ვის პროგ­რა­მა ხმელ­თა­შუა ზღვას “კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის ცხელ წერ­ტილს“ უწო­დებს, სა­დაც და­უც­ვე­ლო­ბა მწვავ­დე­ბა.

  • “წყლის ტემ­პე­რა­ტუ­რა 2100 წლის­თვის 1,8-დან 3,5 °C-მდე მო­ი­მა­ტებს ეს­პა­ნეთ­ში და აღ­მო­სავ­ლეთ ხმელ­თა­შუა ზღვის ცხელ წერ­ტი­ლებ­ში“, – გან­მარ­ტავს გა­ე­რო. მა­თი­ვე პროგ­ნო­ზით, ხმელ­თა­შუა ზღვა­ში 2080 წლის­თვის 20 პრო­ცენ­ტით მეტი ნა­ლე­ქი იქ­ნე­ბა.

ექ­სპერ­ტის თქმით, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა­სა და ამ ბოლო წყალ­დი­დო­ბებს შო­რის კავ­ში­რის სრუ­ლი მას­შტა­ბი გა­ურ­კვე­ვე­ლი რჩე­ბა.

წყა­რო

Back to top button