
ქუთაისის ავტობანზე ავარია მსხვერპლით დასრულდა. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და ავტომობილების გადამზიდი ევაკუატორი შეეჯახა.
შემთხვევის დროს ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.



