ახალი ამბები

32 წლის ელენე, 7 და 4 წლის შვილებთან ერთად, ნათესავთან ჩავიდა. დილით შვილები მდინარის პირას სასეირნოდ წაიყვანა, 7 წლის ბიჭი მდინარეში გადახტა, მის საშველად გადაეშვა დედაც. ნაპირზე დარჩენილი 4 წლის ბავშვი სახლისკენ გაიქცა… – როგორ მოხდა შემზარავი ტრაგედია?

6 აგვისტოს მდინარე ხობისწყალში დაღუპულ დედა-შვილს ნათესავი ემოციურ წერილს უძღვნის:

“ლაზარეს გადარჩენისთვის იბრძოლე…

ხელს არ უშვებდი ლაზარეს, არც ახლა გაუშვი ხელიდან.

მთელი საქართველო გგლოვობთ შენ და ლაზარეს…

დღეს დილას უკანასკნელად მომესალმე, თურმე.

ისღა დაგვრჩა ნუგეშად, შენი თავი გვაპოვნინო…” – დაწერა ნათესავმა.

32 წლის ელენე სახეიშვილი 7 და 4 წლის შვილებთან ერთად ხობის რაიონის სოფელ ქარიატაში ნათესავთან, დასასვენებლად ჩავიდა. დილით მან შვილები მდინარის პირას, იქვე ახლოს სასეირნოდ წაიყვანა, რა დროსაც 7 წლის ბავშვი მდინარეში გადახტა. წყალში მის საშველად სასწრაფოდ გადაეშვა დედაც, თუმცა, სწრაფმა დინებამ ორივე გაიტაცა.

ნაპირზე დარჩენილი 4 წლის ბავშვი ერთხანს დედას და ძმას უხმობდა, მერე კი სახლისკენ გაიქცა და მომხდარი ოჯახის წევრებს შეატყობინა.

ლაზარეს ცხედარი შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 400 მეტრში იპოვეს, ელენეს ცხედარი კი, 6 აგვისტოს საღამოს მონაცემებით, არ იყო ნაპოვნი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დილიდან განახლდება.

წყარო: მეგა ტვ

Back to top button