ახალი ამბები

(ვიდეო) “მდინარე ძალიან დაბალი იყო, რამდენიმე წამში ყველაფერი ჯოჯოხეთად იქცა! ჩემი და თითქმის ერთი საათის განმავლობაში წყალში იდგა და ბავშვებს არ უშვებდა” – გვანცა კობერიძე მძიმე წუთებს იხსენებს და ვიდეოკადრებს აქვეყნებს

ორი დღის წინ ყვე­ლა ადევ­ნებ­და თვალს წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სქურ­ში მომ­ხდარ ამ­ბავს. კაცი მდი­ნა­რე­ში ქა­ლი­სა და 2 ბავ­შვის გა­და­სარ­ჩე­ნად შე­ვი­და – მან დედა-შვი­ლის გა­დარ­ჩე­ნა მო­ა­ხერ­ხა, თუმ­ცა თა­ვად დი­ნე­ბამ წა­ი­ღო. თუმ­ცა უწყვე­ტი სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მაშ­ვე­ლებ­მა კაცი მდი­ნა­რის ფერ­დზე იპო­ვეს. მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

კაცი, რო­მელ­მაც მდი­ნა­რე სქურ­ში ქალი და 2 შვი­ლი გა­და­არ­ჩი­ნა, ირაკ­ლი მა­ქა­ცა­რი­აა.

გვან­ცა კო­ბე­რი­ძე, რომ­ლის და, დის­შვი­ლი და შვი­ლი მდი­ნა­რემ გა­ი­ტა­ცა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს ავ­რცე­ლებს და მძი­მე წუ­თებს იხ­სე­ნებს. ასე­ვე მად­ლო­ბას უხ­დის ირაკ­ლი მა­ქა­ცა­რი­ა­სა და სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურს.

“ეს პოს­ტი იმი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე და­მე­წე­რა, რომ მას შემ­დეგ, რაც ეს ყვე­ლა­ფე­რი მოხ­და, იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი მი­რე­კავს და მწერს, ფი­ზი­კუ­რად აღარ მაქვს იმის ძალა, ყვე­ლას სა­თი­თა­ოდ მო­ვუყ­ვე, რა მოხ­და. ამი­ტომ მინ­და, ერთხელ, აქ დავ­წე­რო ყვე­ლა­ფე­რი. პირ­ველ რიგ­ში, მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს, ვინც ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ გვერ­დით იყო, გვი­რე­კავ­და, გვე­კი­თხე­ბო­და, რო­გორ ვი­ყა­ვით, დახ­მა­რე­ბას გვთა­ვა­ზობ­და და უბ­რა­ლოდ გუ­ლით გა­ნიც­დი­და ჩვენს ამ­ბავს.

9 აგ­ვის­ტოს ოჯახ­თან ერ­თად წა­ლენ­ჯი­ხის ერთ-ერთ მდი­ნა­რე­ზე ვი­ყა­ვით. მე, ჩემს ოჯახ­თან ერ­თად, ჩემი და და მისი შვი­ლი, რომ­ლე­ბიც ეს­პა­ნეთ­ში ცხოვ­რო­ბენ და ყო­ველ ზა­ფხულს ჩვენ­თან ჩა­მო­დი­ან, ასე­ვე ჩემი მუ­ლის ოჯა­ხი, ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­თან ერ­თად – ყვე­ლა­ნი ერ­თად ვი­ყა­ვით.მდი­ნა­რე ძა­ლი­ან და­ბა­ლი იყო. სწო­რედ ამი­ტომ შე­ვარ­ჩი­ეთ ეს ად­გი­ლი – ბავ­შვე­ბის­თვის უსაფრ­თხოდ გვეჩ­ვე­ნე­ბო­და. ბავ­შვე­ბი წყალ­ში იყ­ვნენ, ჩვენ კი მათ გვერ­დით ვიმ­ყო­ფე­ბო­დით და თვალს ვა­დევ­ნებ­დით. მე და ჩემი მული, ჩვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნა­პირ­ზე ვი­ყა­ვით. გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ ჩემი მუ­ლის მე­უღ­ლე და ჩემი მე­უღ­ლე ზე­მოთ ამო­ვიდ­ნენ. მე მან­ქა­ნას­თან მი­ვე­დი, რომ საჭ­მე­ლი გად­მო­მე­ტა­ნა. იქვე ვა­პი­რებ­დით ჩა­მოს­ხდო­მას, როცა მო­უ­ლოდ­ნე­ლად, სულ რამ­დე­ნი­მე წამ­ში, გან­წი­რუ­ლი ყვი­რი­ლი გა­ვი­გე:„გვიშ­ვე­ლეთ!“ ყვე­ლამ მო­ას­წრო მდი­ნა­რი­დან ამოს­ვლა, გარ­და ჩემი დის, მისი შვი­ლი­სა და ჩემი შვი­ლი­სა.

შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი რამ­დე­ნი­მე წამ­ში მოხ­და. მდი­ნა­რე­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად უზარ­მა­ზა­რი, მო­წი­თა­ლო და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ძა­ლის მქო­ნე ნა­კა­დი წა­მო­ვი­და. შუ­ა­გულ­ში, ქვას­თან, ჩემი და იდგა და ორ ბავ­შვს – ჩემს შვილ­სა და ჩემს დის­შვილს – მთე­ლი ძა­ლით ეჭი­დე­ბო­და. იმ წა­მებ­ში უბ­რა­ლოდ გინ­და, რომ გა­დახ­ტე და შენი ოჯა­ხის წევ­რე­ბი გა­და­არ­ჩი­ნო, მაგ­რამ წყლის ისე­თი ძალა მო­დი­ო­და, რომ მდი­ნა­რე­ში შეს­ვლას ვე­რა­ვინ ბე­დავ­და. ვუ­ყუ­რებ­დი და ვე­რა­ფერს ვა­კე­თებ­დი.ეს ალ­ბათ ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი გან­ცდაა, რაც ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს – ხე­დავ სა­კუ­თარ შვილს საფრ­თხე­ში და ვერ ეხ­მა­რე­ბი. ჩემი მე­უღ­ლე და ჩემი სიძე წყალ­ში გა­დახ­ტნენ. ორი­ვე წყალ­მა წა­ი­ღო, თუმ­ცა, მად­ლო­ბა ღმერ­თს, შუ­ა­ში რა­ღაც დაბ­რკო­ლე­ბას მო­ე­ჭიდ­ნენ და გა­დარ­ჩნენ.იქვე, მო­შო­რე­ბით, სხვა ოჯა­ხი ის­ვე­ნებ­და.

ერთ-ერთი მა­მა­კა­ცი, სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნი, და­უ­ფიქ­რებ­ლად ჩა­მო­ვი­და ჩვენს და­სახ­მა­რებ­ლად. ისიც წყალ­მა წა­ი­ღო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ღმერ­თის წყა­ლო­ბით, უვ­ნე­ბე­ლი იპო­ვეს.ამ ადა­მი­ანს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო. სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ან­მა ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი გა­ი­ზი­ა­რა და იმ წა­მებ­ში, როცა ჩვენ­თვის ყო­ვე­ლი წამი სა­უ­კუ­ნეს ჰგავ­და, სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად დახ­მა­რე­ბას ცდი­ლობ­და.

ჩემი და კი მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში შუ­ა­გულ­ში იდგა. ორ ბავ­შვთან ერ­თად. არ ვიცი, სა­ი­დან ჰქონ­და ამ­დე­ნი ძალა. ალ­ბათ, არ­სე­ბობს ისე­თი ძალა, რო­მელ­საც მხო­ლოდ დე­დო­ბა გაძ­ლევს. თით­ქმის ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იდგა წყალ­ში და ბავ­შვებს არ უშ­ვებ­და. ჩვენ კი ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვუ­ყუ­რებ­დით ამ ყვე­ლა­ფერს და მხო­ლოდ ვლო­ცუ­ლობ­დით. შემ­დეგ მაშ­ვე­ლებ­მა შეძ­ლეს მათი ამოყ­ვა­ნა. დღემ­დე ვერ ვი­აზ­რებ, რამ­დე­ნად სწრა­ფად შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს ყვე­ლა­ფე­რი. რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ ვი­ყა­ვით ოჯახ­თან ერ­თად, ბუ­ნე­ბა­ში, ბავ­შვე­ბი თა­მა­შობ­დნენ, ვი­ცი­ნო­დით და მშვი­დად ვი­ყა­ვით. გვე­გო­ნა, რომ უსაფრ­თხო ად­გი­ლას ვი­ყა­ვით.და რამ­დე­ნი­მე წამ­ში ყვე­ლა­ფე­რი ჯო­ჯო­ხე­თად იქცა. ჩვენ ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან ფრთხი­ლად ვართ, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა ბავ­შვებ­თან ერ­თად ვართ. მაგ­რამ მსგავ­სი რამ ნამ­დვი­ლად ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დით. მდი­ნა­რე და­ბა­ლი იყო, წყა­ლი მშვი­დი ჩან­და და სწო­რედ ამი­ტომ შე­ვარ­ჩი­ეთ ეს ად­გი­ლი.

წე­ლი­წად­ში ერთხელ გვაქვს შვე­ბუ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ისიც ძა­ლი­ან მცი­რე დრო­ით. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, ეს დრო ჩემს შვილ­თან ერ­თად გა­ვა­ტა­რო, ვა­ნა­ხო სხვა­დას­ხვა ად­გი­ლი, შე­ვუქ­მნა ლა­მა­ზი მო­გო­ნე­ბე­ბი და უბ­რა­ლოდ ვი­ყოთ ერ­თად.არა­ვინ იცის, რა დროს რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. და სწო­რედ ამი­ტომ მინ­და, რამ­დე­ნი­მე სი­ტყვა ვუ­თხრა მა­თაც, ვინც ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ კო­მენ­ტა­რებ­ში წერს: „სახ­ლში დარ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვით“, „ბავ­შვებ­თან ერ­თად რა­ტომ მი­დი­ხართ“ და მსგავს რა­მე­ებს. მშვი­დი იყო ყვე­ლა­ფე­რი. მსგავ­სი რამ არც ფილმში მი­ნა­ხავს. ყვე­ლა­ფე­რი წა­მი­ე­რად მოხ­და. არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა, რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ, როცა ოჯა­ხი გა­დარ­ჩე­ნის­თვის იბ­რძო­და, სხვას ჭკუა ას­წავ­ლოს და გან­სა­ჯოს.

თუ შე­გიძ­ლი­ათ, უბ­რა­ლოდ გა­ი­ზი­ა­რეთ ჩვე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა. თუ არ შე­გიძ­ლი­ათ – გთხოვთ, უბ­რა­ლოდ გა­აგ­რძე­ლოთ სქ­რო­ლი და თავი შე­ი­კა­ვოთ უაზ­რო კო­მენ­ტა­რე­ბის­გან. ამ ეტაპ­ზე ნამ­დვი­ლად არ გვჭირ­დე­ბა იმის მოს­მე­ნა, რა უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა ან სად უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვით.დღეს მხო­ლოდ ერთი რამ ვიცი:ღმერ­თმა ჩემი ოჯა­ხი გა­და­მირ­ჩი­ნა.მად­ლო­ბა უფალს წყა­ლო­ბის­თვის.მად­ლო­ბა მაშ­ვე­ლებს. თქვენ ხართ გმი­რე­ბი. თქვენ რომ არა გა­ფიქ­რე­ბაც არ მინ­და რა შე­იძ­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყო. მად­ლო­ბა ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც იმ წუ­თებ­ში ჩვენს გვერ­დით იყო და დახ­მა­რე­ბას ცდი­ლობ­და.მად­ლო­ბა სას­წრა­ფოს თი­თო­ე­ულ თა­ნამ­შრო­მელს – ბო­ლომ­დე ჩვენს გვერ­დით იყა­ვით და ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეთ ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვის. თქვე­ნი თა­ნად­გო­მა და ადა­მი­ა­ნო­ბა არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა.გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა იმ უც­ნობ ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც ჩვე­ნი ოჯა­ხის და­სახ­მა­რებ­ლად სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლე გა­რის­კა.

და მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულ თქვენ­განს, ვინც გვი­რე­კავთ, გვწერთ, გვამ­ხნე­ვებთ.ამ პოს­ტით ყვე­ლას სა­თი­თა­ოდ ვერ გი­პა­სუ­ხებთ, მაგ­რამ იცო­დეთ, რომ თი­თო­ე­უ­ლი ზარი, შე­ტყო­ბი­ნე­ბა და მხარ­და­ჭე­რა ჩვე­ნამ­დე მო­დის და ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავს. მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თვის, ყვე­ლას.9 აგ­ვის­ტო არის დღე, რო­მე­ლიც არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა.დღე, რო­მელ­მაც კი­დევ ერთხელ და­მა­ნა­ხა, რამ­დე­ნად ძვირ­ფა­სია სი­ცო­ცხლე და რამ­დე­ნად სწრა­ფად შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს ყვე­ლა­ფე­რი. უფალს მად­ლო­ბა, რომ ჩემი ოჯა­ხი ცო­ცხა­ლია” – წერს გვან­ცა კო­ბე­რი­ძე.

Back to top button