ახალი ამბები

ცნობილი გახდა 21 წლის ბიჭის ვინაობა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა და დაიღუპა – ვინ არის გარდაცვლილი?

გუშინ უბედური შემთხვევა მოხდა სამტრედიაში. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში მცხოვრებ ხვიჩა ირემაძეს მატარებელი დაეჯახა. 21 წლის ბიჭი დაიღუპა. სამძიმრის წერილს აქვეყნებს სოციალურ ქსელში ჩხაკოურას სკოლის დირექტორი, ალექსანდრა მარი.

“ჩხაკოურას საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, ჩვენი პედაგოგის, თემურ ირემაძის შვილისა და ჩვენი სკოლის ყოფილი მოსწავლის, ხვიჩა ირემაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.

ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს ამ უდიდეს დანაკარგს. უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული, ოჯახს კი მისცეს ძალა და გამძლეობა, ამ მძიმე დღეების გადასატანად”, – წერს ალექსანდრა მარი.
წყარო: resonancedaily. com

Back to top button