
ოჯახი დაკარგულ 22 წლის ლევან ფირცხალაიშვილს ეძებს. არსებული ინფორმაციით, ბოლოს ახალგაზრდა ბათუმში იმყოფებოდა.
“დაიკარგა, ბოლოს ბათუმში იყო!
ვეძებთ ლევან ფირცხალაიშვილს! მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მცირე ინფორმაციაც კი ძალიან დაგვეხმარება.
ბოლო მონაცემებით, იმყოფება ან გადაადგილდება ბათუმში.
თუკი ვინმემ ბოლო დღეებში სადმე დაინახეთ, შეამჩნიეთ ან რაიმე ინფორმაცია გაქვთ მისი ადგილსამყოფლის შესახებ, გთხოვთ, დაუყოვნებლივ გვაცნობეთ. გთხოვთ, გააზიაროთ პოსტი, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს!
დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე – 598 15 39 16″ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.



